“ბავშვთა სივრცე” საკრებულოში


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში ბავშვთა სივრცე მოეწყო. ამ იდეის ინიციატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ენგურის (კომბინატის) მაჟორიტარი სალომე ფაცაციაა.

«საკრებულოს შენობაში მინდა, რომ მოეწყოს საბავშვო კუთხე, რათა მოსულ სტუმრებს, ან აქ მომუშავე ადამიანებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ბავშვები დატოვონ აქ და ამის გამო საქმიანობას ხელი არ შეეშალოს. მე ვფიქრობ, ეს არის საჭირო და აუცილებელი. ჩვენ ვიქნებით ალბათ, პირველები, ვისაც ექნება საბავშვო კუთხე»- ამბობდა დეპუტატი.

ბავშვთა სივრცის გახსნას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!