დღეს, “შენების მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს ზუგდიდში შეხვდა. შეხვედრაზე, დავით უსუფაშვილის პიროვნულ და ადამიანურ თვისებებზე მისმა მხარდამჭერებმა ისაუბრეს.
შემდეგ, დავით უსუფაშვილი ზუგდიდელ ამომრჩევლებს მიესალმა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ კომპეტენციაზე ესაუბრა. დავით უსუფაშვილის განმარტებით, მისი გზავნილია, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს სახელმწიფობანას თამაში. “ქართული ოცნება” გასაშვებია, ნაციონალური მოძრაობა არმოსაშვებია. ამიტომ არმოსაშვებსა და გასაშვებს შორის არ უნდა გაკეთდეს არჩევანი. არჩევანი უნდა გაკეთდეს ქვეყნის წინ წამყვან ლიდერებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის. ჩვენ ამ ქვეყანაში ყველასთვის უნდა გვქონდეს სათანადო და ღირსეული ადგილი. უნდა დასრულდეს ეს უბედურება. ახალმა ხელისუფლებამ ძველის რეკორდები მოხსნა. ჩემი სლოგანია “მეტი შეგვიძლია”, ვინაიდან უკუღმართმა პოლიტიკურმა სისტემამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ მეტი “აღარ შეგვიძლია”. ჩვენ ზოგადად, ერთად ყოფნით, გაცილებით “მეტი შეგვიძლია” და უკეთესი ქვეყნის აშენება შეგვიძლია, ამისთვის საჭიროა საქართველოს მომავალი პრეზიდენტი იყოს ჭეშმარიტად გამაერთიანებელი, ქვეყნის დამწყნარებელი, თავისუფალი, სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის უზრუნველყოფილი და თითოეულ მოქალაქეს გაუღვივებს იმ ხარისხის და სტანდარტის ენთუზიაზმს საკუთარი სახელმწიფოს მშენებლობის, რომელიც ამ ქვეყანაში იყო ოცდაათი წლის წინ, როდესაც ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობამ თითოეული ჩვენგანში გააჩინა რწმენა, იმედი და შემართება. ეს შემართება დღევანდელი მდგომარეობით დამცხრალია და გასაცოცხლებელია”. -უთხრა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.”