უნიკალური კლასიკური ავტომანქანები გამოფინეს


ზუგდიდში, დღეს, უნიკალური კლასიკური ავტომანქანები “peaks of the caucasus”, ფარგლებში პირველად გამოფინეს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვია 9 ქვეყნის წარმომადგენელი სამოცამდე მონაწილე, რომლებიც 14 ოქტომბრამდე თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან. 

ავტომობილების ძირითადი ნაწილი ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი მანქანა – Vauxhall 30/98 1922 წელს არის გამოშვებული, ხოლო უახლესი – Jaguar Mark V Dropead Coupe – 1951 წელს. რალში მონაწილეობას ღებულობს ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე. ის თავისი ავტომობილით 1923 წლის გამოშვებული”ბენტლით” იყო. მისი ინფორმაციით, რალში მონაწილეობას ღებულობს 60 ბიზნესმენი სხვადასხვა ქვეყნიდან. “საქართველოში პირველად ხდება მსგავსი რბოლის ჩატარება. მოვიარეთ სამცხე-ჯახავახეთი, იმერთი, რაჭა. ჩამოვედით სვანეთიდან. სამეგრელოში ვიქნებით ორი დღე. შემდეგ წავალთ კახეთში, ყაზბეგში და დავით გარეჯში.”

“peaks of the caucasus” იდეა ბარტ კლაინს ეკუთვნის. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქმიანობას 15 წელია ეწევიან და წელს პირველად იმყოფებიან საქართველოში.IMG_7586

რალის დასკვნითი ღონისძიება 14 ოქტომბერს შატო მუხრანში დასრულდება, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!