ანაკლიის ერთ-ერთ ქუჩას ოჩამჩირის სახელი მიენიჭა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ოჩამჩირის სახელი მიენიჭა. საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ აღნიშნა,რომ “კომისიაში შემოვიდა მოქალაქეთა ინიციატივა, ამ ქუჩაზე დასახლებული არიან ოჩამჩირიდან დევნილი ადამიანები, სწორედ ამიტომ მათ ითხოვეს, რომ ამ ქუჩისთვის მიგვენიჭებინა ოჩამჩირის სახელი. კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი, შემდგე გადაეგზავნა მთავრობის კომისიას და იქიდანაც მოგვივიდა თანხმობა”.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!