პროექტი “აქტიური დაბერება” “მეგო-ბარში”


დღეს, სოციალურ კაფე “მეგო-ბარში” პროექტის “აქტიური დაბერება” ფარგლებში, ხანდაზმულთა საერთაშორსო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პროექტს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFA) საქართველოს ოფისის ხელშეწყობით არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის” ახორციელებს.

სტუმრებს, მიესალმა ა/ო “ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის” თავმჯდომარე ედუარად ფარცვანია. მისი განმარტებით, ორგანიზაციამ ზუგდიდში მცხოვრები საპენსიო ასაკის ადამიანებთან ერთად, საინტერესო და ნაყოფიერი აქტივობები განახორციელა. “პროექტის ფარგლებში, ხანდაზმულები დაეფულნენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, დაესწრნენ ფილმის ჩვენებებს, მოეწყო კულინარიის დღეები, შეჯიბრი სამაგიდო თამაშებში, ექსკურსიები და ვიზიტები სხვადასხვა ღირსეშანიშნავ ადგილებში, ახალგაზრდებმა და ხანდაზმულებმა ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს”.

დღევანდელ ღონისძიებაზე იმყოფებოდა გაეროს მოსახლეობის ფონდის კომუნიკაციის ანალიტიკოსი სალომე ბენიძე. მისი თქმით, ეს პროექტი ნაწილია იმ მასშტაბური სამუშაოსი, რომელსაც საქართველოში ახორციელებენ. “ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანური კაპიტალი, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის განვითარებისთვის, საზოგადოების წინსვლისთვის, შესაბამისად, ამაზე ვერ ვისაუბრებთ, თუკი ხანდაზმული მოქალაქეების პოტენციალი არ იქნება სრულად რეალიზებული. ეს გახლავთ ერთგვარი ინოვაციური, საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ კახეთსა და სამეგრელოში. მოხარული ვართ, რომ აქტიურად,  ჩაერთნენ ხანდაზმულები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე რეგიონში, ახალგაზრდებმა შეუწყვეს ხელი მათ რეინტეგრაციას საზოგადოებაში. ვფიქრობთ, რომ ის პრონციპი, რაზეც ეს პროექტი გახლავთ დაფუძნებული. თაობათა შორის დიალოგი, ურთიერთპატივისცემა, გამოცდილების გაზიარება ერთმანეთისთვის, არის უმნიშვნელოვანესი და ამოსავალი წერტილი ჩვენთვის მომავალში, როგორც საზოგადოებისთვის წარმატების მისაღწევად”.IMG_7457

ღონისძიებაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის სიძლიერეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი კრიტერიუმი არის, რამდენად კარგად გრძნობს თავს ყველაზე სენსიტიური ასაკის კატეგორია ბავშვები და ხანდაზმულები. “საქართველოში გვაქვს, განსაკუთრებული დამოკიდებულება ხანდაზმულების მიმართ, ეს განპირობებულია ჩვენი კულტურით, ტრადიციებით. ჩვენს ირგლივ დღესაც არიან, მრავლად ისეთი ოჯახები, სადაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს რამდენიმე თაობის წარმომადგენელი. ჩვენი სამსახური, ალბათ გამოირჩევა სხვა დანარჩენისგან იმით, რომ ჩვენ ყველა ასაკობრივ კატეგორას ვემსახურებით. მუნიციპალიტეტი ახორციელებს 50-მდე სხვადასხვა სახის სოციალურ და ჯანდაცვით პროექტებს. არ არის დასამალი, რომ ჩვენი პროექტების უმრავლესობის მიმღებები არიან ხანდაზმული ადამიანები. ყველა პროგრამიდან, რასაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს განსაკუთრებულია ხანდაზმულებზე ორიენტირებული მზრუნველი მობილური ჯგუფი”.

პროექტში მონაწილეობას ღებულობდა 86 წლის თალიკო ჯანუაშვილი. მისი თქმით, პროექტმა მის საქმიანობას ბევრი რამ შესძინა და კმაყოფილია დღევანდელი ღონისძიებით.

შეხვედრის ბოლოს, პროექტში მონაწილეები სიგელებით და ღვინით დააჯილდოვეს, რომლის ბოთლზეც მათი სახელი და გვარი ეწერა, აქტიურობისთვის და პროექტის მიზნების განხორციელებაში მონაწილეობისათვის.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!