დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ავტორების: ბელა ალანიასა და თინათინ ჭეჟიას ლიტერატურული საღამო. სტუმრებს, მიესალმა ბელა ალანია, რომელმაც თქვა: “ძალიან მიხაროდა, დღეს, ჩემს სახლში, ჩემს სამეგელოში ჩამოსვლა. ჩემთვის ძალიან თბილ და საყვარელ კუთხეში. ენით აუწერელია ის ემოცია რასაც აქ ვგრძნობ. მე საქართველოს ყველა კუთხე მეთბილება, მაგრამ მერწმუნეთ, აქ ჩემი გულის ძგერა უფრო ხშირი იყო, როცა მე თქვენთან მოვდიოდი”. პოეტმა საზოგადოებას წარუდგინა საბავშვო მწერალი ქალბატონი თინათინ ჭეჟია და აქვე აღნიშნა, რომ ქალბატონი თინათინი არის არაჩვეულებრივი საბავშვო მწერალი. “მე ძალიან მიყვარს მისი მოთხრობები, გულში ჩაწვდომი და გპირდებით, როცა შვილიშვილები მეყოლება, აუცილებლად გავზრდი თინიკოს მოთხრობებზე”.
თინათინ ჭეჟიამ საზოგადოებას მიმართა: “ვგიჟდები თქვენზე. ტირილი მინდა, მაგრამ ხომ არ ვიტირებ, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, დიდი ქალი ვარ უკვე, ძალიან მიყვარხართ”. ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებმა თინათინ ჭეჟიას შემოქმედებიდან ლექსები და მოთხრობები წაიკითხეს. ავტორმა, პატარა მკითხველებს საჩუქრად წიგნი გადასცა.
ავტორები აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ თავიანთი შემოქმედებით.