“ყველანაირი დასაშვები წითელი ხაზები გადაკვეთა ხელისუფლებამ”-განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ.
მა,ნ ქალაქში არსებულ აქტუალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. თენგიზ ჯგუშიამ ისაუბრა ზუგდიდის მერზე ლაშა გოგიაზე. მისი განმარტებით, რაც მოხდა “გასაოცარი” და “გასაკვირი” ფაქტი არ არის. “ეს ფარული ჩანაწერი არის ერთ-ერთი ნაწილი ქრონიკული კორუფციის და ნეპოტიზმის სქემების კონკრეტული განხორციელებებისა წლების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონსა და ზუგდიდში. ფარული ჩანაწერი რა საჭიროა იმისთვის, რომ ხელისუფლება მიხვდეს ვინ არის “ვიგინდარა” გოგია. გოგია არის უკანასკნელი, თაღლითი მექრთამე”.
“სამეგრელოს ხმის” ლიდერმა გააკრიტიკა მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია. მისი თქმით, ის ერთი თვეა აკვირდება გუბერნატორის საქმიანობას. “შენატრული თვალით ვუყურებდი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ახალი იდეებით მოვა, მოვა გამართული ხედვებით, რომელიც კარგად იცნობს რეგიონს, ამიტომ ერთი თვის განმავლობაში აბსოლიტურად კრინტი არ დამიძრავს. კაცი არსაიდან. დიახ, სამეგრელოს გუბერნატორი ისევ კაცი არსაიდან”. თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ არსად “იგუგლება” მოწერელიას ბიოგრაფია, გარდა იმისა, რომ ყოფილა ერთ-ერთი ბიზნეს სტრუქტურის, ანუ თხილის ექსპორტიორთა და გადამამუშავებელთა კავშირის პრეზიდენტი. მოსახლეობამ არ იცის ვინა არის გუბერნატორი და რა გზა გაიარა, რა იდეები აქვს და საიდან მოვიდა. თენგიზ ჯგუშიამ გუბერნატორის პრესამსახურზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რატომ არ დანიშნა გუბერნატორმა პრესამსახურის შემადგენლობა კონკურსის წესით. “ვინ დაინიშნა. სჩანს, რომ კადრებს არ იცნობს. ვინ დაინიშნენ. “ოცნების” მეტაშეები.”ჯგუშიამ გუბერნატორს ურჩია დაინტერესდეს და გამოიძიოს ზუგდიდში, შარშან, თამბაქოს საწყობში დაღუპული ბესიკ ჯგუშიას საქმე.
თენგიზ ჯგუშია მიმართავს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, დროულად გამოიძიონ ზუგდიდის გამგეობის ბოლო ექვსწლიანი საქმიანობა, მათ შორის ყოფილი გამგებლის და მერის, ედიშერ თოლორაიას და ირაკლი გოგოხიას, მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას, ყოფილი ვიცე მერის და მერის, გია გულორდავას და ლაშა გოგიას ქმედებები. მის მიერ ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს შორის ფიგურირებს ყოფილი გუბერნატორი ლევან შონიაც. თენგიზ ჯგუშია სამეგრელოს მოსახლეობას პირდება თუ დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში, აუცილებლად მიაღწევს, რომ ეს ადამიანები “გამომწყვდეული” იყვნენ ციხეში იმ დანაშაულებების გამო, რომლებსაც ისინი ჩადიოდნენ სამეგრელოს მოსახლეობის წინააღმდეგ.