სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურად სოფელ რუხში მერის წარმომადგენელი ლიკა ქვარცხავა დაინიშნა. ეს ინფორმაცია მან “ზუგდიდელებს” დაუდასტურა. “გუშინ იყო შემოთავაზება, დღეს დავთანხმდი. ბატონ გუბერნატორთან შეხვედრაზე რადიკალურად შეიცვალა სურათი, თქვენ მოგეხსენებათ, რომ მეოთხე წელია ვმუშაობ სოფელში.უშუალო ურთიერთობა მაქვს მოსახლეობასთან მათი ყველა საჭიროებისა და ტკივილის შესახებ ინფორმირებული ვარ და ამ პროცესში ვიყავი ჩართული აქტიურად. ახალი გუბერნატორის ინტერესებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე მე გადაწყვეტილება შევცვალე და ჩავთვალე, რომ ჩემი როლი ამ პროცესში იქნებოდა მნიშვნელოვანი”.