“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია გუბერნატორად დანიშვნამდე “საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოწერელია ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს “ქაპ ჯორჯია” – 49% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს “ფიმა ჯორჯია” – 50% წილის მფლობელი, შპს “აერკომპანი” – 16.34% წილის მფლობელი.ალექსანდრე მოწერელია ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათზე მეტ მიწის ნაკვეთს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში (საერთო ფართობი 65 000 კვ. მეტრამდე). კანონმდებლობის თანახმად, ალექსანდრე მოწერელია შპს „ქაპ ჯორჯიაში” დირექტორის პოზიციიდან უნდა გადადგეს, კომპანიებში კუთვნილი წილები კი მინდობით სხვა პირებს უნდა გადასცეს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას – 10 დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი პოზიციები.