“თავისუფალმა საქართველომ” საპრეზიდენტო კანდიდატად კახა კუკავა ზუგდიდში წარადგინა


“თავისუფალმა საქართველომ” საპრეზიდენტო კამპანია ზუგდიდიდან დაიწყო. პარტიამ, დღეს, ცენტრალურ ხეივანში, ზუგდიდელებს საპრეზიდენტო კანდიდატად  კახა კუკავა წარუდგინა. წარდგენამდე კახა კუკავამ  საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბიუსტი ყვავილებით შეამკო.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს დაინიშნა.