ქალაქის ცენტრში, სამი ზებრა გადასასვლელი მოხატეს. ერთი, ჭადრაკის სასახლესთან არსებული ზებრა გადასასვლელი, რომელსაც ჭადრაკის დაფის ფორმა აქვს, მეორე, რუსთაველის ქუჩაზე, შუქნიშნის გასწვრივ. გვირილის გამოსახულებიანი ზებრა გადასასვლელი მოიხატა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან.ინიციატივა ახალგაზრდულ ასოციაცია “დრონს” ეკუთვნის და ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდა. ახალგაზრდების მიერ იგეგმება ქალაქში, ქვეითთა რამდენიმე გადასასვლელის მოხატვაც.
რამდენიმე დღის წინ, მოხალისეებმა კოსტავას ქუჩაზე კედელი სხვადასხვა თემატური ნახატებით მოხატეს. ღონისძიება კამპანია “გააფერადე ზუგდიდი“-ს ფარგლებში ტარდება.