საკრებულო “საბავშვო კუთხის” შექმნას გეგმავს


ზუგდიდის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატმა სალომე ფაცაციამ კოლეგებს ინიციატივით მიმართა. დეპუტატი ითხოვს, შენობაში მოეწყოს პატარა სათამაშო კუთხე ბავშვებისთვის, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ ბავშვების დატოვება.

“საკრებულოს შენობაში მინდა, რომ მოეწყოს საბავშვო კუთხე, რათა მოსულ სტუმრებს, ან აქ მომუშავე ადამიანებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ბავშვები დატოვონ აქ და ამის გამო საქმიანობას ხელი არ შეეშალოს. მე ვფიქრობ, ეს არის საჭირო და აუციელებლი. ჩვენ ვიქნებით ალბათ, პირველები, ვისაც ექნება საბავშვო კუთხე”.-აღნიშნა სალომე ფაცაციამ.

დეპუტატის ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარემ მოიწონა. “ძალიან სასიამოვნო ინიციატივა იქნება. ბავშვებისთვის მოეწყობა სივრცე . ჩვენს ვიზიტორებს, რომელიც ბავშვებით იქნებიან, ექნებათ სივრცე, სადაც თავისუფლად შესძლებენ ბავშვების დატოვებას, სადაც ისინი გაერთობიან, ჩვენთვისაც სასიამოვნო გარემო შეიქმნება. ჩვენი ფოიე გვაძლევს საშუალებას, რომ მოეწყოს ესეთი კუთხე ბავშვებისთვის”-უთხრა ჟურნალისტებს მამუკა წოწერიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!