ზუგდიდში გამართულ დასაქმების ფორუმში საქართველოს უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა. უნივერსიტეტმა დასაქმების მსურველებს საქართველოს უნივერსიტეტის სერვისები გააცნო და სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის საქმიანობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
კონკრეტულად კი, სხვადასხვა მიმართულების უფასო ტრენინგები, სემინარები, სხვადასხვა სახის საინფორმაციო სერვისები. ფორუმზე წარმატების კუთხეში, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაია ღუბელაძემ წარადგინა. სპიკერმა უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა შეკრებილებს, კარიერასა და პიროვნულ ზრდაზე ისაუბრა და შეკრებილების კითხვებს უპასუხა. მაია ღუბელაძე: “საქართველოს უნივერსიტეტის წარდგენა ფორუმზე ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რადგან ეს არის უნივერსიტეტი, რომლის ძირითადი პრიორიტეტი ხარისხიანი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლება და დასაქმების ბაზარზე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობაა. ჩვენ განსაკუთრებით ხელმისაწვდომს ვხდით სწავლას და ადგილზე, რეგიონებში ვთავაზობთ დაინტერესებულ პირებს ტრენინგებსა და სემინარებს. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ფორუმზე, უნივერსიტეტის კუთხეს განსაკუთრებით ბევრი დაინტერესებული პირი სტუმრობდა“.
დასაქმების ფორუმი ,,ჩვენ გეძებთ შენ“ StudentJob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით, #საქართველოს უნივერსიტეტისა და Credo Bank / კრედო ბანკი-ს ხელშეწყობით ჩატარდა. ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality-ის, USAID-ის პროექტი “ზრდა” და World Vision საქართველოს მხარდაჭერით შედგა.