სტუმრად ბიბლიოთეკის საზაფხულო სკოლაში


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში გაიხსნა საზაფხულო სკოლა “ზაფხული, მე და ბიბლიოთეკა”. პროექტი საბავშვო განყოფილების მიერაა ორგანიზებული და  ჩართულია 30 ბავშვი, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით. საზაფხულო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო 9 ივლისს და გაგრძელდება 20 ივლისამდე.

“ზუგდიდელები” საზაფხულო სკოლას მაშინ ეწვია, როცა ბავშვებს ღია ცის ქვეშ უტარდებოდა ისტორიის გაკვეთილი. პედაგოგის,  ნონა ციმინტიას მიერ დასმულ შეკითხვებს საზაფხულო  სკოლის მოსწავლეები ხალისიანად პასუხობდნენ.

პროექტის მანძილზე დაგეგმილი იყო სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები სახვით ხელოვნებაში, ბუნებაში, მუსიკაში, მხატვრულ კითხვაში, ხელგარჯილობაში, ისტორიაში და ეკოლოგიაში. საზაფხულო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტექნოპარკში. მათ დაათვალიერეს ტექნოპარკის სივრცეები, ფაბლაბი, ისაუბრეს თავიანთ ინოვაციურ იდეებზე და დაესწრნენ ვორქშოფს. ამის გარდა, პროექტის მონაწილეები იმყოფებოდნენ სპორტდარბაზში, სადაც “მხიარული სტარტები” ჩაატარეს.

პროექტიის კოორდინატორის მადლენა დამენიას განმარტებით, პროექტის მიზანია ბავშვების წიგნიერების და ინტელექტუალური დონის ამაღლება, მეტი მკითხველის მოზიდვა და ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის პოპულარიზაცია. საზაფხულო სკოლაში მოსწავლეები ერთმანეთს უთავსებენ როგორც სწავლას, ასევე, გართობას.”საზაფხულო სკოლის მონაწილეები სწავლობენ ქართველი მეფეების ცხოვრებას, ეცნობიან იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც თავის გასწირეს ჩვენი ქვეყნისთვის”.ბავშვბეი 

საზაფხულო სკოლაში ხუთი პედაგოგი მუშაობს, ერთი მოხალისე მხატვარი. მთლიანად პროექტში ჩართულია ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი. “მინდა, პედაგოგებს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო, მათ მთელი ძალა, ცოდნა და გამოცდილება ჩადეს ამ ბავშვებში”.89

მადლენა დამენია იმედს გამოთქვამს, რომ პროექტის მონაწილეები ჩატარებული აქტივობებით და სახლისო მეცადინეობებით კმაყოფილები არიან და აქ მიღებულ ცოდნას, გამოცდილებას გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ” ჩვენ აგვისტოს თვეში უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ვაპირებთ საზაფხულო სკოლის გახსნას. ეს იქნება მეხუთე-მეცხრე კლასის ჩათვლით და იმ ბავშვებისთვისაც ისეთ აქტივობებს მოვამზადებთ, რომელიც მათთვის სახალისო იქნება”. 

საზაფხულო სკოლაში ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე სწავლობს.

საზაფხულო სკოლა მუშაობას ამთავრებს 20 ივლისს. შემაჯამებელი კონცერტი გაიმართება 23 ივლისს, სადაც პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემენ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!