ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო, 16 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს პერიმიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო.გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიის ყველა ადმინისტრაციულ შენობაში, მათ შორის, ზუგდიდსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
ტყიბულში, მინდელის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.