შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები და გამოწვევები


დღეს, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”, გაიმართა საჯარო შეხვედრა ამომრჩეველთან თემაზე – შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები და გამოწვევები. 

დღევანდელ შეხვედრაზე, მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. რუსლან კილასონიამ შეხვედრის მონაწილეებთან გააჟღერა ინფორმაცია, რომ მეოთხე საბავშვო ბაღს სხვაგან გადაიტანენ, თუ რა იქნება მის ადგილას, რუსლან კილასონიამ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით მერია მუშაობს. მან ასევე, ისაუბრა წყალმომარაგეობის სისტემაზე, სანიაღვრე არხებზე, გზების რეაბილიტაციაზე, ყინულის მოედანზე და სტადიონზე. “საზღვრისპირა სოფლებში თითქმის ყველგან გაკეთდა ბეტონის გზა სანიაღვრე არხებით.  ოქტომბრის თვეში დამთავრდება წყალმომარაგება და მოსახლეობა მთლიანად მიიღებს წყალს.”  რუსლან კილასონიამ ასევე ისაუბრა, ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. მისი ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და წლის ბოლომდე მერიას ქალაქის განაშენიანების გეგმა ექნება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ზუგდიდის სტადიონზე. მისი განმარტებით,  ზუგდიდის სტადიონის რეაბილიტაცია  გათვალისწინებული იყო ორ ეტაპად: “პირველ ეტაპზე დაიხარჯა ათ მილიონ ლარამდე, გათვალისწინებულია მეორე ეტაპის სამუშაოები, მიმდინარეობს პროექტის დაზუსტება და შესაბამისი თანხა გამოიყოფა”.  რუსლან კილასონიას ინფორმაციით, ზუგდიდში ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა იგეგმება, ამისათვის რეგიონული განვითარების სამინისტრო 600 000 ლარს გამოყოფს. “მიმდინარეობს პროექტის დაზუსტება, რის შემდეგაც გამოცხადება ტენდერი”- უთხრა ჟურნალისტებს კილასონიამ.

შეხვედრის მონაწილეებმა ინფრასტრუქტურული პროექტების სამსახურის უფროს შეკითხვები დაუსვეს. მათ შორის, საზოგადოებრივ საპირფარეშოებზე, ზებრა გადასასვლელზე, დევნილთა ჩასახლებაში არსებულ წყლის პრობლემაზე და სხვა ქალაქში სხვა აქტუალურ საკითხებზე.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობებში. მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და კონტროლი გაუწიონ თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობას უზრუნველყოფილია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!