ხალხნოოოო, რატომ თელავთ გაზონებს, ანუ “საპაღურო” სიტუაცია ზუგდიდში


ქალაქის ბულვარის რეკონსტრუქცია დაახლოებით ერთი თვეა დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მის დღევანდელ იერ–სახეს ოპონირებას ბევრი ადამიანი უწევს, მისი სისუფთავე, სიკოხტავე და ამ სახით შენარჩუნება ჩვენზეც არის დამოკიდებული. სამწუხაროა, რომ ბულვარის გვერდითა გაზონებში, სწრაფადვე გაჩნდა ხელოვნური ბილიკები. მოქალაქეების კატეგორია, ბულვარის გადამკვეთი სპეციალური სავალი ბილიკებით არ სარგებლობს და მეორე მხარეს გადასასვლელად მოკლე გზას პირდაპირ გაზონებიდან “აბამს”.IMG_6099

IMG_6127ასეთი ათეული ხელოვნურად “გაბმული” სავალი ბილიკი დააფიქსირა “ზუგდიდელების” ფოტოკამერამ. დღეს კი,  სწორედ ამ საკითხზე გამოთქვა გულისტკივილი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, მოქალაქე მერაბ დანელიამ.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!