80 წლის იუბილესთან დაკავშირებული საანგარიშო კონცერტი სასახლეში


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საანგარიშო კონცერტით წარსდგა მაყურებლის წინაშე. სასახლის  საკონცერტო დარბაზში შემოქმედებითი ანგარიშით წარსდგნენ სასახლის მხატვრული კოლექტივები: ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,მახარია“

(ხელმძღვანელები: ქეთევან კილასონია და ნონა მაქაცარია), ქორეოგრაფიული ანსამბლები: ,,მტრედები“ (ხელმძღვანელი გურგენ სამუშია ) და ,,იგრიკა “ (ხელმძღვანელი: ელგუჯა მამალაძე), ვოკალური ანსამბლი ,,რეტრო’’ (ხელმძღვანელი ნანა ნოდია),IMG_5953

სტუდია ,,რიბი-რაბო’’ და ანსამბლი ,,გინცი’’ (ხელმძღვანელები: ნინო მამფორია, ეკა კერესელიძე, ნათია ზარანდია), გიტარის წრე ((ხელმძღვანელი ვასო მამფორია), სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ანსამბლი ,,ეზი’’ (ხელმძღვანელები: მაია შამათავა და გოჩა კაპანაძე) IMG_5970

სასახლის აღსაზრდელებმა სიმღერისა და ცეკვის გარდა, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.36587747_2104249423161771_5147343005165813760_n

საათნახევრინმა კონცერტმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

სცენაზე გამომსვლელებს მხურვალე აპლოდისმენტებით აცილებდნენ. IMG_5961

საანგარიშო კონცერტი სასახლეში ორი დღე გაგრძელდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!