“აია” მეგრული ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას ითხოვს


სამეგრელოში, ორგანიზაცია შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ ინიციატივით, მეგრული ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ედემ იზორია მოითხოვს, ევროქარტიის რეგიონარული ენების შესახებ რატიფიკაციას,

მეგრულისთვის რეგიონარული ენის სტატუსის მინიჭებას, 6 კლასიანი მეგრულენოვანი დაწყებით განათლებას სამეგრელოში; ორენოვან-მეგრულ-ქართულ ფუნქციონირება სამეგრელოში. “ჩვენ წერილები, გაგზავნილი გვაქვს უმაღლეს ორგანოებში. აქამდე პასუხს ველოდით, მაგრამ თურმე უშედეგოდ. ხელმოწერებს ამ დღეებში დავიწყებთ. შემოგვიერთდით”-უთხრა ზუგდიდელებს ედემ იზორიამ.

ადრე, მეგრული ენის რეგიონალური სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლთან, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განმარტებით, მეგრული ენა უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, საბავშო ბაღებში  და ეკლესიებში ქადაგებაც მეგრულად უნდა წარიმართოს. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!