“სამეგრელოს ხმის” ლიდერს თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებს უპასუხეს არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. მათ მედიასთან განცხადება გააკეთეს: ” აქციაზე მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ ახალგაზრდები იყვნენ, ის მომავალი თაობა, რომელიც თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში გაიზარდა, შესაბამისად, მათ ყველაზე მეტად იციან თავისუფლების, დამოუკიდებლობის ფასი და არასდროს შეეგუებიან პრივილეგიაზე დამყარებულ ჩაგვრას. იმისათვის, რომ ეს წრფელი მუხტი ჩაქრეს და მოხდეს აქციის მიზნების მარგინალიზირება, სხვადასხვა ნეოკომკავშირული ცნობიერების მარგინალი ძალები, ცდილობენ პროტესტის დისკრედიტაციის და ფოკუსის სხვა მხარეს გადატანას, თითქოს აქცია მართულია გარკვეული ჯგუფების მიერ, რომლებიც საზოგადოებაში ნაკლებპატივისცემით სარგებლობენ. სწორედ მსგავსი, ბინძური პოლიტიკური ნარატივით სურთ აქციაზე შეკრებილი ხალხის პროტესტის გამოყენება, რისი მცდელობაც აქციაზე გამოვლინდა, თუმცა ახალგაზრდები და არა მარტო, დადგნენ მოწოდების სიმაღლეზე, რათა ცალკეულ სინდიკატებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ აქციის სათავისოდ გამოყენების. აქვე დავსძენნთ, რომ ახალგაზრდების პოზიცია იყო ნათელი და მკაფიო, რათა პოლიტიკურ ჯგუფებს არ მისცემოდა ტრიბუნის გამოყენების საშუალება. აქცია სრულად გამოხატავდა სამოქალაქო სექტორის და მისი მთავარი ახალგაზრდების პოზიციას, რის ფონზეც კონკრეტული პირების მცდელობა, რომ შეეცვალათ აქციის შინაარსი და მიმართულება სწორედ, რომ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს მოთხოვნასთან დაინგრეს არსებული ძალადობრივი სისტემა. ამასტანავე პირები, რომლებიც ცდილობდნენ ტრიბუნასთან დგომას და აქციის დისკრედიტაციას, არიან პირდაპირი თუ ირიბი შემოქმედები იმ ძალმომრეობითი სისტემის, რომელიც წლებია არსებობ ჩვენს ქვეყანაში და არ გვაძლევს, თავისუფალ, თანასწორ და არაძალადობრივ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრების საშუალებას. “
განცხადების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “თანასწორობის მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ემზარ კვარაცხელიამ: “ეს პროტესტი, რომელსაც ჩვენ ყოველ დღე გამოვხატავთ არის იმ ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ, რომელიც არ დაწყებულა დღეს და არც გუშინ. წლებია დაწყებულია და იმ სისტემის შესაცვლელად არ გვჭირდება კოლექტიური ჯგუშიები. კოლექტიური ჯგუშიები ვერასდროს ვერ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ახალგაზრდების წინ ტრიბუნიდან. ჯგუშია ცნობილია, როგორც მოძალადე და მოძალადისგან ვერ მივიღებთ ჩვენ იმ პასუხებს, რასაც ის ავრცელებს. გამომდინარე აქედან, ჯგუშია ცდილობს სხვადასხვა პრიმიტიული მცდელობებით ჩაკლას ის მუხტი რაც არის ახალგაზრდებში.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=0bIIpGM5dX0[/embedyt]
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გენო შონიამ აღნიშნა, რომ სოლიდარობის აქციაში პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=OAHivC38OAw[/embedyt]
“საერთაშორისო გამჭირვალობა” საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის არჩილ თოდუას თქმით, ჯგუშიას მიერ გავრცელებული განცხადება ემსახურება ერთადერთ მიზანს, აქციის მიზნების დისკრედიტაციას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=b6jIsqQN4iI[/embedyt]