ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“, პროექტის „მონაწილეობის სამკუთხედი ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში, ორდღიან ვორქშოპს მართავს. პროექტის გავლენის შემფასებლის და მკვლევარის თიკო ნადირაშვილის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობს ხუთი ქვეყანა.
„ჩვენ ვდგავართ პროექტის მეოთხე ფაზაზე და ამ ფაზის განმავლობაში დაიგეგმა შეხვედრები როგორც ზუგდიდის საკრებულოს წარმომადგენლებთან, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. დღევანდელ შეხვედრაზე, განვიხილავთ, თუ რატომ არის საჭირო ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენეტი არსებობდეს ლოკალურ დონეზე და რატომ უნდა შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმი იმისთვის, რომ ახალგაზრდების ჩართულობა გაიზარდოს და ზოგადად ახალგაზრდების განვითარების თემა იყოს წინ წამოწეული და იყოს პრიორიტეტული ადგილობრივ დონეზე და ასევე საერთო ეროვნულ დონეზე“. თიკო ნადირაშვილის განმარტებით, პროექტში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ შვედეთში და ფინეთში. „შეხვედრაზე, გამოიკვეთა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გეგმაში აქვს ახალგაზრდული წესის შემუშავება, რაც გულისხმობს, რომ ერთგვარი სტრატეგია შემუშავდება დოკუმენტის სახით, როგორ შეიძლება ლოკალურ დონეზე ახალგაზრდების პროექტები იყოს მიღებული და დაფინანსებული.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=dkNdsJXgAdQ[/embedyt]
თიკო ნადირაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, ხვალ კი კონკრეტულ აქტივობებს დაგეგმავენ.