სპორტი 100 წლის წინ (ზუგდიდი 100 წლის წინ)


ზუგდიდში ფეხბურთი საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს, ზუსტად 99 წლის წინ, 1919 წლის 20 მაისს ითამაშეს. ფეხბუთის პირველი თამაში “მიურატების მოედანზე” შედგა. თეატრის დასისგან დაკომპლექტებულმა ზუგდიდიელების გუნდმა, რუსების გარნიზონის გუნდი 2:1 დაამარცხა. პირველი ზუგდიდელი ფეხბურთელები მოედანზე საცეკვაო ფეხსაცმელებით გავიდნენ. ეს და სხვა საინტერესო დეტალები ნახეთ, როლანდ მაქაცარიას ვიდეობლოგში “სპორტი 100 წლის წინ” (ზუგდიდი 100 წლის წინ).

 პროქტს წარმოგიდგენთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია. მხარდამჭერი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტის მედიაპარტნიორები: რადიო “ათინათი”, “SMOTV”, ტელეკომპანია “ოდიში”, “zugdidelebi.ge”, “Newsportal.ge”

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!