ა(ა)იპ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, “სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის” ჭადრაკის განვითარების განყოფლილებამ ინტერნეტის მეშვეობით, მორიგი საერთაშორისო მატჩი გამართა. ამჯერად, ზუგდიდელი მოჭადრაკეები ამერიკის ქალაქ სენტ ლუისის საჭადრაკო კლუბის თანატოლებს 8 დაფაზე შეეჯიბრნენ და მინიმალური ანგარიშით 3,5 – 4,5 დამარცხდნენ.
ზუგდიდელ მოჭადრაკეებს სასტუმრო “იბერია პალასმა“ უმასპინძლა და მათ სასიამოვნო გარემო შეუქმნა. მატჩი პირდაპირი ტრანსილაციით სენტ ლუისის საჭადრაკო კლუბის იოუთუბე-ის გვერდზე მიმდინარეობდა, რომელსაც ორი ამერიკელი კომენტატორი უძღვებოდა. პირველი ონლაინ მატჩი ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა გასულ წელს ინდოეთის ქალაქ მუმბაის (ყოფილი ბომბეი) „ინდურ საჭადრაკო სკოლის“ მოსწავლეებთან გამართეს. თითოეული გუნდი 4-4 მონაწილით იყო დაკომპლექტებული და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.