გაიმართა ნოდარ გელოვანის მემორიალი ჭადრაკში


ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა მწვრთნელ-მასწავლებლის ნოდარ გელოვანის მემორიალი ჭადრაკში. შეჯიბრება მოიცავდა 20, 9 და 7 წლამდე ასაკობრივ ტურნირებს და ჩატარდა რაპიდის (სწრაფი ჭადრაკის) ფორმატით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. თმასში 120 -მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. 20 წლამდე ასაკობრივ ტურნირში დათვლილ იქნა ფიდეს რაპიდის რეიტინგი. ითოეულ ასაკობრივ ტურნირში გამოვლინდნენ I, II და III ადგილის პრიზიორები,ასევე, 9 და 7 წლამდე ასაკობრივ ტურნირებში საუკეთესო შედეგის მქონე გოგონები. პრიზიორები: 20 წლამდე: 1. გიორგი ნაყოფია 2. გიორგი ბეჭვაია 3. გიორგი სართანია; 9 წლამდე: 1. მართა სორდია (ჭაბუკთა და გოგონათა შორის) 2. გიორგი მოსიძე; 3. დიმიტრი ანთელავა; 7 წლამდე: 1. ირაკლი ჩუხუა 2. თომა კვარაცხელია. 3. საბა დაგარგულია; 7 წლამდე ასაკის გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი ელისაბედ ქირიამ აჩვენა. პრიზიორები დაჯილდოვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ. „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს მიერ დაწესებული თასებით, მედლებით და დიპლომებით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!