9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში „შინ მოუსვლელთა მემორიალი“, სოფლის რწმუნებულმა ლადო ქვარცხავამ, დეპუტატმა რამაზ ჯაბუამ, სოფლის მაცხოვრებლებმა და ახალმა თაობამ ყვავილებით შეამკეს. ახალსოფლის მცხოვრებმა, როზა როგავამ “ზუგდიდელებთან” აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალმა თაობამ იცოდეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული თანასოფლელებისა და თანამემამულეების შესახებ. “ჩვენ ტრადიციად ვაქციეთ, ყოველ 9 მაისს, მოვდივართ აქ და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. ახალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს დღევანდელ დღეზე და მის მნიშვნელობაზე. ჩვენთვის დიდი პატივია აქ მოსვლა. დიდება გმირებს”.
დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 73 წელი გავიდა.