შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის სკეიტპარკში, ფონდ “ვერდას” ორგანიზებით, სოციალური კამპანიის “მეც შემიძლია” ფარგლებში კონცერტი გაიმართა. კონცერტში under 7-თან ერთად მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლებლობის მქონე პირებმა. დღევანდელ კონცერტზე მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად იცეკვეს. ფონდ “ვერდას” ხელმძღვანლმა აგნეშკა შეიკამ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, სტუმრები სხვადასხვა ღონისძიებებეში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, პარაოლიმპიურ შეჯიბრებებში. “შშმ პირთა დღის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველას დავანახოთ რომ მათაც შეუძლიათ იყვნენ მხატვრები, მუსიკოსები”.
დღევანდელ ღონისძიებაზე იმყოფებოდა შშმ პირთა ინტეგრაციისა და ხელოვნების განვითარების ასოციაცია “ჰანგი”. ასოციაციის წარმომადგენელმა რუსლან საჯაიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სოციალური კამპანია “მეც შემიძლია” საზოგადოებრივი აზრის ცვლილებებზე იყო ორიენტირებული შშმ პირთა მიმართ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=j-OD7JeJZaQ[/embedyt]
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.