ჟურნალისტები სამხატვრო სკოლაში


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი ,,სარკმელი”, პროექტის ,,უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი” ფარგლებში, გაზეთ ,,ზუგდიდთან” ერთად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის განვითარების სამხატვრო სკოლას სტუმრობდა. ნორჩი ჟურნალისტები დაესწრნენ გრაფიკისა და ხელოვნების გაკვეთილებს. მათ შესაძლებლობა მიეცათ ამ საგნების პედაგოგებისთვის დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ნორჩმა ჟურნალისტებმა, სკოლის მოწავლეებთან ერთად, სამომავლოდ, ერთობლივი პროექტიც შეიმუშავეს. სამხატვრო სკოლის დირექტორმა ჯანსუღ ჭურღულიამ მოსწავლეებს სამხატვრო სკოლის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მისი ინფორმაციით, სამხატვრო სკოლა, ზუგდიდში, 1972 წლიდან ფუნქციონირებს. აქ დაახლოებით ორმოცდაათამდე ბავშვი სწავლობს. სამხატვრო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა გამოფენებში. ზუგდიდის სახატვრო სკოლას ხუთი პედაგოგი ჰყავს. ოთხი ხატვის მასწავლებელია, ერთი კი ხელოვნებათმცოდნე. სამხატვრო სკოლაში, კვირაში ორჯერ, ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიას მოსწავლეებს ასწავლის გულიკო ჩიქობავა. გულიკო ჩიქობავა მოსწავლეებს ასწავლის ანტიკური პერიოდის მხატვრობას, ბიზანტიურ და დასავლეთ ევროპის ხელოვნებას, რენესანს, იმპრესიონისტებს.IMG_3603

სამხატვრო სკოლის მოსწავლეების თქმით, აქ მოსვლა ძალიან უხარიათ, რადგან მათვის სასარგებლო და საინტერესო ისტორიების მოსმენა უწევთ.

ჟურნალისტებმა სამხატვრო სკოლა დატოვეს, სამომავლოდ, ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სურვილით და კიდევ ერთი სურვილით, რომელიც, როგორც ბატონმა ჯანსუღმა ბრძანა, თავად სკოლის მესვეურებს დიდი ხანია აქვთ, ეს არის სამხატვრო სკოლისთვის უფრო ფართო და ნათელი სამუშაო ოთახების ქონა, მეტიც, სამხატვრო სკოლას თავისი აქტივობების სათანადო დონეზე განხორციელებისათვის საკუთარი შენობა, საკუთარი საგამოფენო დარბაზი სჭირდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!