ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან აფხაზეთიდან დევნილი ექვსი შვილის დედა მანანა თაკალანძე შიმშილობის დაწყებას გეგმავდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შ.პ. ს. სუპერმარკეტის დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძემაშვილმა და მისმა ქმარმა აკაკი ფიფიამ, მოტყუებით, წაართვეს საცხოვრებელი ფართი.
«მქონდა ოროთახიანი ბინა დევნილების დასახლებაში. ბარძემაშვილმა შემომთავაზა მისი გადაცვლა სოფლის დიდ სახლში. დავთანხმდი. მან მოტყუებით მომაწერინა ხელი ხელშეკრულებაზე, რომელიც ნასყიდობის აღმოჩნდა. მე ვითხოვ დამიბრუნის ჩემი სახლი. მრავალშვილიანი დედა ქუჩაში ვარ დარჩენილი”. მანანა თაკალანძე პროკურორ ლევან სალიასთან ითხოვდა შეხვედრას, ადგილზე მივიდა დაზარალებულის ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა. მან ჟურნალისტებთან განმარტა, რომ აუცილებლად უნდა წარიმართოს სწორი და ობიექტური გამოძიება დაჩქარებული ტემპით. ადვოკატის თქმით, ოჯახი მოტყუების მსხვერპლია. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მისი ოჯახის წევრებმა 26 აპრილს უნდა დატოვონ ნაქირავები ფართი, სადაც ცხოვრობენ. მათ არ აქვთ ქირის გადახდის საშუალება. ცხრა სული არის გაუსაძლის მადგომარეობაში. ჩაჭრილი აქვთ შუქი. ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, რომელებიც სკოლაში არ დადიან“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=IegN7fru6V8[/embedyt]
მოგვიანებით, მანანა თაკალანძეს შეხვდა პროკურორი ლევან სალია. შეხვედრიდან გამოსულმა თაკალანძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას ორ დღეში დაასრულებს და სასამართლოს გადასცემს. დაზარალებულის თქმით, ამ ეტაპზე, შიმშილობას წყვეტს,“ორ დღეს დაველოდები, თუ არ იქნა საქმე გამოძიებული, მაშინ შიმშილობას დავიწყებ“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=W8vi55TChBk[/embedyt]
თავის მხრივ, შ.პ.ს. სუპერმარკეტის დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძემაშვილმა განაცხადა: „თვითონ არის თაღლითი. უნდათ ფულის გამოძალვა. ჯერ კარგად ვერც გავრკვეულან, თუ რა ხდება. ერთი წელი იცხოვრეს სოფელ დიდინეძის სახლში, რომელშიც ბინა გავუცვალე. ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ ბინა მოტყუებით წავართვი. დიდინეძში კაპიტალური სახლია თავისი ევრორემონტით. 500 ძირი თხილით. ჯერ ერთი, მან მე ფული გამომძალა. მეორე, ბინა გაყიდული ქონდათ. ეს რომ გავუცვალე სახლზე, სანამ საბუთებს ვაწესრიგებდი, მანამდე მეუბნებოდა, იმ ბინის ფულს სანამ ავიღებ, ათასი მასესხე, ხუთასი მასესხე. ხუთასი ვალი დატოვა გაზის და შუქის. ჩემი დის სახლის ყიდვაც უნდოდა, რომელიც წინ არის. იქაც შვიდი თვე იცხოვრეს. არც იმას გადაუხადეს ფული. ჩემი ფულიც შეიტოვა. რა უნდა, ეს არ ვიცი. ახლაც შეუძლიათ დიდინეძის სახლში შევიდნენ და იცხოვრონ. რა მნიშვნელობა აქვს, საბუთი იყო წესრიგში, არ იყო. რეესტრში იყო თუ არა. მე ვაკეთებდი. ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული. არ იყო საკრებულო შემდგარი, მაგას დრო დასჭირდა, რომ დასრულდა, შევთავაზე კიდევაც, გადაიფორმე, შენია 7 ათასი კვ.მ მიწის“.
ჟურნალისტის კითხვაზე გაცვლის ხელშეკრულების ნაცვლად ხელი ნასყიდობის დოკუმენტს მოტყუებით მოაწერინეთ, მანანა ბარძემავილის განმარტებით, ასე არ იყო. „თავიდან რომ შევიტანე 7 ათასი კვ.მ თავისი სახლით რეესტრში, უარყოფა მომივიდა. დამიმტკიცდა 3500 კვ.მ ფართობი. დატოვეს მეორე იმდენი. მითხრეს, დამატებით საბუთები წარადგინეო. ამ შემთხვევაში მოხდა გაცვლა, იმ 3 500 კვადრატულის და სახლის ბინაზე, მაგრამ მქონდა ფიზიკურად 7000 კვადრატული, რომ გაცვალეთ, რეესტრში ახლობელი შეგვხვდა და გვითხრა, რომ თქვენ განაცხადი გაქვთ შეტანილი მიმდებარე 3 500-ზე. და ახლა გაცვლა რომ მოხდაო, ის დარჩებათო გაუფორმებელი. მერე ვინმე არ გააფორმებსო მაგას, თუ აკაკი ფიფიას სახელზე არ იქნებაო ბოლომდე. ბინა რომ გაგვეფორმებინა, ფორმა მონახეს ნასყიდობის და იმ სახლის საფასური ჩაწერეს, 20 ათასი დოლარი. ამ ფასად ქონდა შეფასებული მაგასაც თავისი ბინა. ნასყიდობა, რომ შედგებოდა, იგივე 20 ათასი დოლარი ჩაიწერებოდა, თვითონაც“.