სასაფლაოების მიმართულებით ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, 2 დღე, მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებს.

მოქალაქეების უფასო ტრანსპორტირება შემდეგი მიმართულებით განხორციელდება:

II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან-ჭითაწყარის I და II სასაფლაოების მიმართულებით;

II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან-მაცხოვრისკარის სასაფლაოს მიმართულებით;

II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან-რკინიგზის სასაფლაოს მიმართულებით;

II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან-საჯვაროსა და ყოფილი საანგუროს სასაფლაოს;

II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან-ქაფათის სასაფლაო, ცენტრალური ავტოსადგურის გავლით;

ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურიდან-ჭითაწყარის I და II სასაფლაოების მიმართულებით;

ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურიდან-საჯვაროსა და ყოფილი საანგუროს სასაფლაოს მიმართულებით;

ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურიდან-მაცხოვრისკარის სასაფლაოს მიმართულებით;

ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურიდან-ქაფათის სასაფლაოს მიმართულებით;

ქალაქის რკინიგზის სადგურიდან-ჭითაწყარის I და II სასაფლაოების მიმართულებით;

ქალაქის რკინიგზის სადგურიდან-საჯვაროსა და ყოფილი სანგუროს სასაფლაოები, პუშკინის ქუჩის გავლით;

ქალაქის რკინიგზის სადგურიდან-მაცხოვრისკარის სასაფლაოს მიმართულებით;

ქალაქის რკინიგზის სადგურიდან-რკინიგზის სასაფლაოს მიმართულებით;

ქალაქის რკინიგზის სადგურიდან-ინგირის სასაფლაოს მიმართულებით;

ენგურქაღალდკომბინატის ცენტრიდან-რკინიგზის სასაფლაოს მიმართულებით;

ენგურქაღალდკომბინატის ცენტრიდან-ინგირის სასაფლაოს მიმართულებით;


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!