საქართველოს ბანკის ფონდის ,,სიცოცხლის ხის” დაფინანსებით, გამოიცა ქართულ ენეასა და მათემატიკაში განმავითარებელი სავარჯიშოების კრებულები, რომლის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ცირა ნარმანიაა.
სახელმძღვანელოები მორგებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების უნარებზე და ორიენტირებულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიზნების განხორციელებაზე, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება წერა-კითხვის ათვისებაში, მეტყველების განვითარებაში, ზოგადად, სამყაროს შეცნობაში, ასევე მარტივი არითმეტიკული უნარების განვითარებაში, შეკრება-გამოკლების, გეომეტრიული ფიგურებისა და ფერების შესწავლაში, მარტივი კანონზომიერებების დადგენაში.
წიგნები უსასყიდლოდ გადაეცემა სპეცსკოლებსა და იმ საჯარო სკოლებს, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. სამომავლოდ დაგეგმილია წიგნების მეორე დონის გამოცემა.