„ბიბლიოთეკარი ბიბლიოთეკარს”


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში, გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გიორგი კილაძის, ავტორისა და ლიტერატორის წიგნის „ბიბლიოთეკარი ბიბლიოთეკარს“ წარდგინება.

ავტორმა აღნიშნა, რომ წიგნი გამოსცა 2017 წელს და მასზე ხუთი წელი მუშაობდა. მისი განმარტებით, წიგნი ეხება ბიბლიოთეკას და იმ საკითხებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება საბიბლიოთეკო რესურსებს და საკითხებს. „წიგნში ბიბლიოთეკა განხილულია როგორც დიდი და რთული სისტემა. გამოყენებულია ის მიდგომა, რომელსაც იყენებენ ზოგადად, რთული დინამიკური სისტემის მიმართ. აქ საუბარია რეორგანიზაციის და ატესტაციზაციის საკითხებზე, სხვადასხვა პროექტებზე და ამ პროექტების სასიცოცხლო ციკლზე“.  კილაძე ამბობს, რომ წიგნში შესული ყველა საკითხი წაკითხულია, რომელიღაც სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე თუ არ ჩავთვლით ბოლო აქტივობებს, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. მწერალმა აღნიშნა, რომ წიგნზე დიდხანს მუშაობდა, მაგრამ წიგნს იმ შეგნებით წერდა, რომ წაიკითხავდნენ ადამიანები, რომლებმაც მასზე მეტი იცოდნენ. “ყველა თქვენთაგანმა იცის ჩემზე მეტი იმ საკითხებზე, რაზეც მე მოგიყევით, მაგრამ მე მინდოდა მეჩვენებინა ჩემი ხედვა თქვენთვის”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=6cpmp3DW0sw[/embedyt]

ავტორი, ზუგდიდში, ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის მოწვევით ჩამოვიდა.  ციფრული ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების მომსახურების განყოფილების უფროსმა ირმა კვირკვიამ,  სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა წიგნის ავტორის შესახებ. „ნებისმიერი წიგნის გაცნობა ბიბლიოთეკარისთვის არის სასიამოვნო, განსაკუთრებით მაშინ, როცა წიგნი უშუალოდ ეხება იმ საქმიანობას, რომელიც შენეულია. თავისი გამოცდილების გაზიარებით გვექნება საშუალება, რომ გავითვალისწინოთ ის ჩვენს სამომავლო საქმიანობაში“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=FM9SA51hqqc[/embedyt]

შეხვედრის ბოლოს, გაიმართა დისკუსია. სტუმრებს წიგნის ავტორმა მათთვის სასურველ შეკითხვებზე უპასუხა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!