დაახლოებით ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა განახლდა. სხდომას ესწრებოდა დაპირისპირებაში მონაწილე ორივე დეპუტატი ბათლომე შელია და დავით შელია. სხდომის დამთვარების შემდეგ, დღევანდელ ინციდენტზე, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.
მისი განმარტებით, სხდომაზე მომხდარი ფაქტი, დაპირისპირება ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, იყო შეურაცხყოფა მათი ამომარჩევლებისადმი და ზოგადად ამომრჩევლებისადმი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=n86eUDK_Zpc[/embedyt]
ჟურნალისტებთან მომხდარის შესახებ, განმარტება გააკეთა ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის წევრმა” ანა წითლიძემ. მისი თქმით, ძალიან ცუდია, რომ ფრაქცია”ევროპული საქართველო” ვერ ეგუება კრიტიკას და გამოხატავს ასეთ აგრესიას ჩვენს განცხადებაზე, რომ ისინი არიან “პოლიტიკური მეძავები”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-dCGlbh8Sac[/embedyt]
მომხდართან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განმარტება მისცა ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ბათლომე შელიამ. მისი განცახდებით, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=URFnVcvl1G4[/embedyt]
რაც შეეხება კონფლიქტის მეორე მონაწილეს, დავით შელიას, მან სხდომის დამთავრებისთანავე, დატოვა დარბაზი ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე.
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდენენ ოპოზიციური პარტიების წევრები ბათლომე შელია და დავით შელია. დაპირისპირება გამოიწვია ფრაზამ “პოლიტიკური მეძავები”, რომელიც დეპუტატმა ანა წითლიძემ უწოდა ფრაქცია “ევროპულ საქართველოს”.