ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ერთმანეთს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ოპოზიციური პარტიების წევრები,- “ევროპული საქართველოს” წევრმა ბათლომე შელიამ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანაკლიის მაჟორიტარმა დეპუტატმა დათა შელიამ, ერთმანეთს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს, შემდეგ კი ერთმანეთი სცემეს. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-WTfvhZT-kM[/embedyt]შექმნილი სიტუაციის გამო, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, იძულებული გახდა, სხდომაზე, გამოეცხადებინა შესვენება. გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ორივე დეპუტატს აღენიშნება სხეულის უმნიშვნელო დაზიანება. ადგილზე ოპერატიულად მოვიდნენ სამართალდამცავებიც.