ზუგდიდში, ჯიჯი გიმნაზიას ძალიან ლამაზი კრეატიული ღობე შემოავლეს მისმა მეპატრონეებმა. ღობეს ჯერ-ჯერობით სრულყოფილი სახე არ აქვს, მაგრამ რისი აღქმაც ამ ეტაპზე შეიძლება, გახლვათ საწერ კალმები და ფანქრები საკმაოდ ბასრი წვერით, რაც დიდი ალბათობით, შეიძლება გახდეს, უსაფრთხოების გარანტიც და საფრთხის მომცველიც,
როგორც უმისამართოდ შეჭრილი არაკეთილმოსურნეთათვის, ასევე, ცელქი გოგო -ბიჭებისითვის, რომლებსაც ძალიან უყვართ ხოლმე ღობეზე გადავლება. ხომ არ აჯობებს, ჯიჯიელებმა, სანამ დაასრულებენ პროექტს, ღობის სიცოცხლისათვის უსაფრთხოება კიდევ ერთხელ გადაამოწმონ.