დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო!


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში, საბავშვო განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო “დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო!” ღონისძიება მიეძღვნა დედის დღესა და ქალთა დღეს. 

საბავშვო ოთახის პატარა მკითხველებმა, დედაზე წაიკითხეს ლექსები, გამონათქვამები და ანდაზები. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკასთან არსებულმა ქალთა ანსამბლმა, რომელიც სტუმრების წინაშე სიმღერით წარსდგა. ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის საბავშვო განყოფილების გამგის, მადლენა დამენიას განმარტებით, დღევანდელი ღონისძიება ორი კვირის მუშაობის შედეგია. „ბავშვების სურვილი იყო გაზაფხულის დღესასწაულები მიგველოცა დედებისთვის და ქალბატონებისთვის. ღონისძიების მომზადებაში ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის კოლექტივი მონაწილეობდა და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი დღე შედგა. დარბაზიც გავალამაზეთ ბავშვების ნამუშევრებით. როგორც შეგვეძლო ისე მოვეფერეთ დედებს, ქალბატონებს. საბავშვო განყოფილება მომავალში თავის მკითხველებს სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებს“.IMG_2547

გაზაფხულის დღესასწაულები სტუმრებს მიულოცა ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მადონა მაქაცარიამ. „მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გაზაფხულის დღესასწაულები. გისურვოთ ჯანმრთელობა, სიხარული, სიკეთე  და ბედნიერება. უფლის წყალობა არ მოგშლოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!