დღეს პირველი თებერვალია. ზუგდიდის “სუპერმარკეტის ბაზრის” მიმდებარე ტერიტორიებზე სიხალვათეა. არცერთი გარემოვაჭრე,- პერიმეტრს პოლიციელები აკონტროლებებნ. საქონლის შესაძენად მოსული მოქალაქეები გაკვირვებული კითხულობენ-რატომ არის ასეთი ცოტა ხალხი ამ ადგილებში. თავისუფლად გადაადგილდება ტრანსპორტიც.
დილიდანვე, გარემოვაჭრეები, საპროტესტო მსვლელობით გაემართნენ მერიის შენობისკენ. ისინი მერიის შენობაში შეჭრას ცდილობენ. მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში გრძელვადიან აქციებს აანონსებენ. “ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, ყველას გვიჭირს, სესხები გვაქვს აღებული და ლუკმა-პურს გვართმევენ. გუშინ არ მიმუშავია და პური არ წამიღია სახლში.”- უთხრა ჟურნალისტებს გარემოვაჭრე ელისო ცხაკაიამ.
გარემოვაჭრეების ერთი ნაწილი ამბობს, რომ გუშინ მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ჟურნალისტები სახალხო დამცველისგან ცდილობენ, ინფორმაციის მიღებას, იქვე, ერთ-ერთი გარემოვაჭრე ცუდად ხდება. როგორც გვატყობინებენ, მაყვალა გვარამია ქვაჩახიამ მერიის შენობაში შესვლის მცდელობის დროს ფეხი იტკინა და ახლა იმყოფება საავადმყოფოში.
მართალია, სიმშვიდეა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ მშვიდად არ არიან გარემოვაჭრეები ზუგდიდის მერიის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ წუთებში ისინი, ისევ ცენტრალური გზის გადაკეტვას ცდილობენ.