“თანაზიარის” 38 ბიზნეს გეგმა პროექტის ფარგლებში


რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა „თანაზიარმა“, პროექტის „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 38 ბიზნეს გეგმა დააფინანსა და ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის ტექნიკა შეუძინა. „თანაზიარის“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ აღნიშნა, რომ პროექტი ერთი წელია მიმდინარეობს და სხვადასხვა ეტაპს მოიცავდა. რომ პროგრამა ბენეფიციარებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ის, რაც მათ უნდათ. პროექტი გაგრძელდება 2019 წლამდე და არაერთი ბიზნეს გეგმა იქნება დაფინასებული, ასევე, არაერთი ადამიანი იქნება სოცილურ საწარმოში დასაქმებული, რომელიც წელს გაიხსნება. „თანაზიარის“ ხელმძღვანლის თქმით, ბენეფიციარები შეძენილი ტექნიკით კმაყოფილები არიან. „როდესაც ჩვენმა თანამშრომლებმა დაურეკეს მათ და უთხრეს, რომ მათი ბიზნეს გეგმები დაფინანსდა, ძალიან გაუხარდათ. ემოციებში და შთაბეჭდილებებში იყვნენ. მათ მცირეოდენი ყურადღებაც უხარიათ. გრძნობენ, რომ მათ ვიღაცა ეხმარებათ, გვერდში უდგანან და სჭირდებათ“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Lk3aS6jHrTc[/embedyt]

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი ხორცილედება გურიაში, იმერეთში, აჭარაში და სამეგრელოში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!