ერთი ინფორმაციის კვალდაკვალ


გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ალიანსის“ წინ, მიკროავტობუსის მძღოლები, აქციის გამართვას გეგმავდნენ. ადგილზე მისულ ჟურნალისტებთან კი, მიკროავტობუსის მძღოლებმა ინფორმაცია უარყვეს. „არ ვიცით, რაზე საუბრობთ, ჩვენ არაფერს ვაპროტესტებთ. ჩვეულებრივად, შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ. სხვას ვერაფერს გეტყვით.“–უთხრეს მათ ჟურნალისტებს.

მოგვიანებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი:

“ქართული ოცნების მავნებლური და იდიოტური პოლიტიკის გამო, ზუგდიდში ახლა მძღოლები გადაკიდეს ერთმანეთს და მიდის მთელი ცემა-ტყეპა მუქარა.
ჯერ იყო და ავტოსადგურის გახსნის უფლება სავაჭრო ცენტრის ალიანსის წინ მისცეს ვახო აკობიას (გოგი ნაჭყებიას სიმამრი) და მაშინ ერთადერთი ვიყავი ვინც ამას ვაპროტესდები რადგან მანდ სადგურის გახსნა მთლიანად ხელს უშლიდა მოძრაობას. თუმცა აგერ უკვე მესამე წელია ეს სადგური მანდ ფუნქციონირებს და ზუგდიდი-თბილისი 12 ლარი ღირს. ანუ ბევრად დაბალია ფასი ვიდრე ზუგდიდის რკინიგზის სადგურში.
ზუგდიდის რკინიგზის სადგურის რეისების მფლობელი კი ამ ხელისუფლების პირობებში ვინმე როგავა გახდა, რომლის შვილი ირაკლი როგავა ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსანია. როგავებმა ძველ მფლობელებს გავლენებით მოუგეს და ტრანსპორტი ზუგდიდში ახლა მათია. ჩემი ინფორმაციით როგავებს ასევე მირონი აკავშირებთ გუბერნატორ შონიასთან.
ახლა დამატებით ალიანსის წინ რეისები მოუნდათ, აგულიანებენ მძღოლების ნაწილს რომლებიც უვარდებიან ალიანსის წინ მდგარ მძღოლებს. ერთ ერთი ასეთი ჩხუბის დროს დაშავებული მძღოლი საავადმყოფოშიც კი მოხვდა. სასტიკი გარჩევები და ცემ ტყეპა ჩვენ მოქალაქეებმა გავგაგებინეს. პატრული და პოლიცია შორიდან უყურებს ამბებს.
ჰოდა იდიოტები ხართ ქოცები! ჯერ მანდ ავტოსადგური როგორ უნდა გაგეხსნათ და თუ გახსენით მაშინ კეთილი ინებეთ ახლა და დაიცავით ეს ხალხი და ეს ბეზპრიდელობა დაარეგულირეთ! აუხსენით ამ ხალხს რომ კონკურენციის გამო დასისხლიანება ერთმანეთის არ შეიძლება! ელოდებით ვის ვინ შემოაკვდება?!
იქნებ მიაქციოთ ყურადღება.
კლანების დაპირისპირებას ჩვეულებრივი ადამიანები და მძღოლები ეწირებიან.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!