“ენმ” ხელმოწერებს აგროვებს


დღეს, სუპერმარკეტის “ზუგდიდის ბაზარი” ტერიტორიაზე, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, ერთი კვირის წინ, ქალაქში,  დაწყებული ხელმოწერების შეგროვების აქცია  გააგრძელა, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მიზნით მიმდინარეობს. 

“ენმ” – ს ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის ინფორმაციით, სამ დღეში, შეგროვდა ხუთიათასზე მეტი ხელმოწერა.” ხელმოწერების მიზანი,ა შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და ყველა პოლიტპატიმარზე პოლიტიკური დევნა, რადგან, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა”.- უთხრა ჟურნალისტებს ანა წითლიძემ. “ენმ”-ს ინფორმაციით, ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება 15 დღის განმავლობაში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!