ააიპ “ზუგდიდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, დღეს, ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები ქ.ზუგდიდის N2 და სოფ.რიყის საჯარო სკოლების პედკოლექტივებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.
მათ ისაუბრეს თუ რა მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოში ცხოვრების პირობებს და რა ზიანის მიყენება შეუძლია დაბინძურებულ გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, წყალი) ცოცხალი ორგანიზმებისთვის. მათ, მოსწავლეებს, აგრეთვე, გააცნეს სანქციებთან დაკავშირებული ინფორმაციები: რომ ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის 15 სექტემბრიდან უკვე აჯარიმებენ.