ზუგდდიდის ტექნოპარკში 27-28 ნოემბერს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალურმა ქსელმა გამართა ერთობლივი ღონისძიება „გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და 1820 ლოკალიზაცია“. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, დევნილები და კონფლიქტისპირა დაზარალებულები. ორ დღიან სემინარზე საუბარი იყო ძალადობის მსხვერპლ ქალებზე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, ქალთა მეტ ჩართულობაზე გადაწყვეტილელებების მიღებაში. დღევანდელ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ისაუბრეს დევნილთა მძიმე საცხოვრებელ პირობებზე და იქ არსებულ გაუსაძლისს მდგომარეობაზე, ასევე დევნილთა განსახლების გრძელვადიან საცხოვრებელ პირობებზეც. ასოციაცია „თანხმობის“ გამგეობის თავმჯდომარემ იულია ხარაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ასოციაცია ცდილობს დასახოს ადგილობრივი სამოქმედო გეგმები და რომ ამ პროცესებში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. “იმედი გვაქვს, რომ ნაწილი ჩასმული იქნება ახალ სამოქმედო გეგმაში, და დანარჩენ პრობლემებზე მუშაობა გაგრძელდება”.
შეხვედრაზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გედერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე. მისი თქმით, არის საკითხები, რომელიც სხვადასხვა უწყებების კოორდინაციით და ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოგვარდეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=OAx9tt6OQoo[/embedyt]
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელ ანა ფაშალაშვილის განმარტებით, მხარს უჭერენ მსგავსი ტიპის შეხვედრებს, რადგან მნიშვნელოვანია ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას ჰქონდეთ დიალოგი.