“ქალზე ძალადობა დანაშაულია”


“სამოქალაქო ძალადობისა და თანასწორობის“ ცენტრი, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა. ისინი, დღეს, ქალაქის ცენტრალურ ხეივანთან, შეიკრიბდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. 

მათ ხელში ეჭირათ შემდეგი შინაარსიის ტრანსფარანტები: „დაიცავი ჩვენი შრომა“, „სტერეოტიპი კლავს“, „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, „ნუ გაჩუმდები“. „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანლის ციცინო შენგელიას განმარტებით, წლევანდელი წლის მესიჯი არის, რომ მათ შეუძლიათ შეააჩერონ ძალადობა და ყველამ ერთად უნდა უთხრან ძალადობას „არა“. „ძალიან მძიმეა ის სტატისტიკა, რაც ჩვენს ქვეყანაშია-ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევის ფაქტები, სამწუხაროდ, გვაქვს ფემიციდის მაღალი მაჩვენებელი, მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად დავიცვათ ქალთა უფლებები, ყველამ ერთად ხმამაღლა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც არის დღეს საქართველოში. ძალიან არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ქალები იქცნენ მოწყვლად ჯგუფად“. ციცინო შენგელიას თქმით, კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს ათამდე ღონისძიება. მისი თქმით, ღონისძიებები გაიმართება როგორც ქალაქში, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=k8pADvv6Suk[/embedyt]

დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდა „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის  ხელმძღვანელი ემზარ კვარაცხელია. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია,- განსაკუთრებით ძალადობა ქალთა მიმართ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Qv7UngnJ6l8[/embedyt]

საკრებულოს წევრმა, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეკატერინე კიფაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკრებულოში შეიქმნება გენდერული თანასწორობის  საბჭო, რომელიც იმუშავებს მსგავს პრობლემებზე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!