ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ 6 ქალი დეპუტატია


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ  საკრებულოში, 49 წევრიდან, მხოლოდ 6 ქალი დეპუტატია. აქედან 5 ქალბატონი “ქართული ოცნების” სიით. ერთი “ნაციონალური მოძრაობიდან”. ქალი დეპუტატებიდან 4 მაჟორიტარია. ახლადარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოში მათი სია ასე გამოიყურება:

ანა წითლიძე, თამუნა ჯიქია, სალომე ფაცაცია, ედიტა კოდუა, მანანა მებონია, ირუზა კაკავა. ზუგდიდიდს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა გაიმართება დღეს, 15:00 საათზე, ზუგდიდის გამგეობის ყოფილ შენობაში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!