“ზუგდიდდასუფთავებამ” სამართალდამრღვევი პირები გამოავლინა


 ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა, გეგმიური ინსპექტირებისას, ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ მერაბ კოსტავას სახელობის N 2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამრღვევი პირები გამოავლინეს.
გარემოს დანაგვიანებისათვის სამართალდამრღვევ პირებს აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავების ვადები განესაზღვრათ. მითითებულ ვადებში მათ მიერ განხორციელდა ტერიტორიის დასუფთავება. ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!