ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალი ლიტერატურის პრეზენტაცია გაიმართა. ბიბლიოთეკამ მიიღო სხვადასხვა თემატიკის, დარგისა და შინაარსის 650 წიგნი. საღამოს ხიბლი გახლდათ ის, რომ მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ ზუგდიდელ ავტორებს – გია ხუბუასა და გიორგი ჯიჭონაიას. ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შემდეგ ეს იყო პირველი ღონისძიება, რომელსაც საზოგადოებრიობასთან ერთად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ..