“მზესავით ცქრიალა თვალებით ხედავს სამყაროს ვარდივით ლამაზი გოგო, მზის ფერებით ხატავს ასევე ეს ლამაზი გოგო მზიან სამყაროს. მეთერთმეტე კლასელია, ნიჭიერია, გულისხმიერი, გამოირჩევა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, დიდი ნებისყოფა აძლევს შესაძლებლობას, დრო დააბალანსოს და თანაბრად ასწრებს როგორც წარჩინებით სწავლას, ასევე საოცარი ფერებით, თვალწარმტაცი პალიტრით, თავისი ოცნებების ტილოზე გადატანას.
– ნატა გაეცანი ზუგდიდელებს?
– ვცხოვრობ ქალაქ ზუგდიდში, დავიბადე 2001 წლის 4 იანვარს. მამა ადრე გარდამეცვალა მყავს დედა ნანა თირქია და გამზრდელი ბებია… ვარ მეტერთმეტეკლასელი, ვსწავლობ კარგად, მაგრამ მათემატიკა და ფიზიკა მიჭირს, თუმცა ვცდილობ, ეს საგნებიც დავძლიო ღირსეულად.
– საიდან მოვიდა შენში მხატვრობის ნიჭი?
– პატარაობიდან ვხატავდი, განსაკუთრებით მიყვარდა კედელებზე ხატვა, დედა ამისთვის სულ მიბრაზდებოდა, მაგრამ… მხატვრობის ნიჭი ალიკა ბიძიასგან, დედაჩემის ძმისგან გამომყვა, ხომ იტყვიან ხოლმე, ნიჭი გენებიდან მოდისო… ალბათ ჩემშიც ასეა.
– შენი ნამუშევრების გამოფენა თუ გქონია?
– სამხატვრო სკოლაში იყო ჩემი პირველი ნამუშევრების გამოფენა, რაც ბატონი ჯანსუღ ჭურღულიას დამსახურებაა. ვსწავლობ სამხატვრო სკოლაში. ძალიან მიყვარს ბატონი ჯანსუღ ჭურღულია, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ადამიანისგან. მეგობრებიც ძალიან ბევრი მყავს მეორე გამოფენა იყო სამხატვრო გალერეაში. ლამაზი წუთები მქონდა, საკუთარი თავის რწმენაც გამიძლიერდა”.
…
რ. როგავა
სრული ვერსია ჟურნალი “ზუგდიდელები” №52