„შემოდგომის მოტივები“ ცენტრ “ოდიშთან” ერთად


დღეს, კულტურის ცენტრ „ოდიშის“ მიერ განხორციელებულ პროექტში „შემოდგომის მოტივები“ მონაწილეობა მიიღეს ორსანტიის, ანაკლიის, ზედაეწერის, ახალაბასთუმნის, ახალკახათის და ცაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა კუთხე სიმღერებით, ცეკვებით და სამზარეულოთი.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესინჯათ სხვადასხვა კუთხის კულინარიული ნაწარმი. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა კულტურის ცენტრ “ოდიშის” დირექტორი ნინო მამფორია. მან მადლობა გადაუხადა პროექტის იდეის ავტორს ლანა ჭანტურიას და პედაგოგებს, ვისი მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ ღონისძიებაში და ხაზი გაუსვა, რომ პედაგოგებს ძალიან მწირი ხელფასი აქვთ  და იმედი გამოთქვა, რომ მათ ეს პრობლემა მოუგვარდებათ. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=daFI8vJuUAc[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!