ზუგდიდში, ქირიას ქუჩაზე, მაღაზია გაქურდეს. მეპატრონის მიხეილ აშორტიას ინფორმაციით, წაღებულია სხვადასხვა სახის პროდუქტი და “თი ბი სი” ბანკის გადახდის აპარატი. მეპატრონის განმარტებით, შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა, რადგან, დილით ადგილზე მისულს რკინის კარები დამტვრეული დახვდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს გამოძიება 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.