“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ დღეს უკვე მესამედ გამართა საგანგებო ბრიფინგი. “ქართული ოცნების საიდუმლო შტაბის ხელმძღვანელმა დავითულიანმა გასცა ბრძანება ეგრეთწოდებული კარუსელების მთელ რიგ სოფლებში.
კახათის #96 უბანში დაახლოებით ათამდე ადამიანი ცდილობდა ყალბი პასპორტებით შესვლას და ხმის მიცემას. შემდეგ ჩვენი კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა ითხოვეს მათი გადამოწმება მომხდარიყო ერთიანი სიის მიხედვით ფოტო სურათებით, მათ ამის საშუალება არ მისცეს კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა “ქართული ოცნებიდან “, რასაც მოყვა უბანზე დაპირისპირება”. ანა წითლიძის სიტყვებით, ამ ადამიანებს არ მიეცათ ხმის მიცემის შესაძლებლობა. ანა წითლიძის თქმით, კარუსელის დაფიქსირების შემთხვევები დაფიქსირდა ინგირში #46, 87 უბნებზე, დარჩელის #41-ე და 93-ე უბნებზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=VlL8bx4Vuos[/embedyt]