“ენმ”, ზედაეწერში და კახათში, ამომრჩევლის მოსყიდვას აფიქსირებს


“ენმ”-რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და “ენმ”-ს პარტიულის სიის პირველი ნომერი ანა წითლიძე  ჟურნალისტებთან ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოფელ ზეადაეწერში, ტყაიაში, ჩხორიაში და კახათში, მისმა აქტივისტებმა დააფიქსირეს ამომრჩევლების მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტი, მაგრამ ანა წითლიძემ, ამ ეტაპზე, ჟურნალისტებს ვერ წარუდგინა ვერც ფოტო და ვერც ვიდეო მასალა ზემოთ აღნიშნული ფაქტის შესახებ.  ჟურნალისტებთან შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ არც ის აქტივისტები, რომლებმაც ფაქტი დააფიქსირეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=OHPHi2sIu8k[/embedyt]

ამ ფაქტს, გაკვირვებით შეხვდნენ “ოცნების” შტაბის წევრები. მათი აზრით, არჩევნები, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pZu_11oXmwI[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!